Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო
Georgian Hot News
21 November 2014, 01:27
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ ქ. გორში დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამუშაოები 2200-მდე მიწის ნაკვეთზე ჩატარდება. შეგროვილი მონაცემები კი ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებისთვის მიწის აზომვითი სამუშაოები დამატებითი ხარჯის გარეშე, უფასოდ განხორციელდება. ამ ხარჯს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სრულად დაფარავს.

მესაკუთრეები საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონულ ვერსიებს მიიღებენ. ამას გარდა, მათ სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებული ოქმები და სხვა დოკუმენტაციაც გადაეცემათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთები 2006 წლამდე აქვთ რეგისტრირებული, რუკაზე მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ამ პერიოდში სააგენტო ელექტრონულ საკადასტრო რუკას არ აწარმოებდა და შესაბამისად, მოქალაქესაც ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა არ ევალებოდა. ამ გარემოებამ დროთა განმავლობაში როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

2010 წლიდან საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა აუცილებელია. აღნიშნული ნახაზი ერთიან საკადასტრო რუკაზე თავსდება. შესაბამისად, რუკაზე ხვდება იდენტიფიცირებული ნაკვეთის ადგილი, საზღვრები, ფართობი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს. ამ პრობლემების აღმოფხვრასა და სრულყოფაზე, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებასა და მათი ელექტრონული მონაცემების შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქონების მესაკუთრეების თანადგომის და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დაზუსტების პროექტი მესაკუთრისათვის მაქსიმალურად მისაღებ პირობებში წარიმართება.

 

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი