Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პარლამენტის შენობასთან ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად აქცია იმართება
Georgian Hot News
21 November 2014, 01:26

 თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მხარდასაჭერად აქცია იმართება. როგორც ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა განმარტა ისინი კვიციანის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

,,ჩვენ მოვითხოვთ მის უპირობოდ განთავისუფლებას. ის უნდა განთავისუფლდეს, რადგან მას საქართველოს წინაშე დანაშაული არ აქვს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დაკვეთა, პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რომ ჩემი ძმა იჯდეს ციხეში. სპეციალურად ჩაატარეს სასამართლო სამეგრელოში და მივიღეთ ის შედეგი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა"_განაცხადა ნორა კვიციანმა.

აქციის მონაწილეების განმარტებით თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კვიციანის ახლობლებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ემზარ კვიციანისთვის 12 წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.კვიციანის ახლობლები პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
დაცვის მხარე უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოში ზუგდიდის სასამართლოს დადგენილების გასაჩივრებას გეგმავს. ემზარ კვიციანი დამნაშავედ სცნეს უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში. მსჯავრდებული ბრალდებებს უარყოფს.
ემზარ კვიციანი 2014 წლის თებერვალში მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებისას დააკავეს.

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი